შეერთებული შტატები გეგმავს დეკემბერში თავისი ჯარების ნაწილის გაყვანას ბულგარეთიდან, უნგრეთიდან და სლოვაკეთიდან - Palitra News

შეერთებული შტატები გეგმავს დეკემბერში თავისი ჯარების ნაწილის გაყვანას ბულგარეთიდან, უნგრეთიდან და სლოვაკეთიდან

2025-10-31 12:37:09+04:00

უცხოური მედია იუწყება, რომ შეერთებული შტატები გეგმავს დეკემბერში თავისი ჯარების ნაწილის გაყვანას ბულგარეთიდან, უნგრეთიდან და სლოვაკეთიდან. მედიის ცნობით, დახურულ კარს მიღმა, ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მოკავშირეებს აცნობეს, რომ რუმინეთში დაგეგმილი შემცირებები მხოლოდ პირველი ფაზაა და ბულგარეთში, უნგრეთსა და სლოვაკეთში შემდგომი შემცირება დეკემბრის შუა რიცხვებშია მოსალოდნელი. მათივე ინფორმაციით, აშშ-მ ასევე აცნობა თავის მოკავშირეებს, რომ მისი ჯარების გაყვანა, სავარაუდოდ, 2026 წელს გაგრძელდება, მიმდინარე როტაციული განლაგების დასრულების შემდეგ.