უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის სუმის ოლქზე რუსეთის მიერ დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად თერთმეტი ადამიანი, მათ შორის ოთხი ბავშვი, დაშავდა - Palitra News

უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის სუმის ოლქზე რუსეთის მიერ დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად თერთმეტი ადამიანი, მათ შორის ოთხი ბავშვი, დაშავდა

2025-10-31 12:36:29+04:00

უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის სუმის ოლქზე რუსეთის მიერ დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად თერთმეტი ადამიანი, მათ შორის ოთხი ბავშვი, დაშავდა.მათივე ინფორმაციით, 31 ოქტომბრის ღამეს, რუსეთმა სუმის საცხოვრებელ უბნებსა და ინფრასტრუქტურაზე დარტყმების სერია განახორციელა. ცხრასართულიან საცხოვრებელ შენობაზე განხორციელებული დარტყმის შედეგად, ზედა სართულებზე ხუთ საცხოვრებელ ბინაში ხანძარი გაჩნდა. ამასთან, თავდასხმის შედეგად კერძო სექტორში ორ დამხმარე შენობას ცეცხლი გაუჩნდა, აფეთქების ტალღამ კი ხუთბინიანი ერთსართულიანი შენობა დააზიანა.