საქართველოს განათლების სამინისტროს განცხადებით, თბილისის მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლეები, მათი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, სასწავლო პროცესს ალტერნატიულ შენობაში გააგრძელებენ.
ახალი სივრცე, რომელსაც აღმოსავლეთ - ევროპის უნივერსიტეტი სკოლას უსასყიდლოდ დაუთმობს, განათლების მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა მოსწავლეების მშობლებთან ერთად დაათვალიერა.
N10 საჯარო სკოლის მოსწავლეები N22 საჯარო სკოლის კონკრეტულ ფლიგელში სწავლობდნენ, სადაც შენობის მდგრადობასთან დაკავშირებით გაიგზავნა მოთხოვნა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში. დასკვნის მიღებამდე მოსწავლეები რამდენიმე დღით დაუყონებლივ გადავიდნენ დისტანციური სწავლების ფორმატზე.