თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სამედიცინო განათლების ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია გრძელდება. ღონისძიების გახსნაში მონაწილეობდნენ საქართველოს განათლების მინისტრი, გივი მიქანაძე და ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე. კონფერენციის მიზანია სამედიცინო განათლების სფეროში, გლობალური ტენდენციების გათვალისწინებით, არსებული ადგილობრივი და საერთაშორისო ინოვაციური მიდგომებისა და გამოწვევების განხილვა და გაზიარება.
საერთაშორისო კონფერენციაში 10 ქვეყნის დელეგაცია, 300-მდე მონაწილე და 21 ინსტიტუციის წარმომადგენელია ჩართული.