თინა ბოკუჩავამ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მე-12 პლენარულ სესიაზე საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და ევროინტეგრაციის საკითხებზე ისაუბრა - Palitra News

თინა ბოკუჩავამ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მე-12 პლენარულ სესიაზე საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და ევროინტეგრაციის საკითხებზე ისაუბრა

2025-10-30 20:32:54+04:00

ვიდრე „ქართული ოცნება“ ევროპარლამენტარებს აკრიტიკებს და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მე-12 პლენარულ სესიაში მონაწილეობისგან თავს იკავებს, სომხეთში მიმდინარე შეხვედრაზე ტრიბუნას საკუთარი განცხადებებისთვის ოპოზიციონერი პოლიტიკოსები იყენებენ. ერევანში იმყოფება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა. მან ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მე-12 პლენარულ სესიაზე საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და ევროინტეგრაციის საკითხებზე ისაუბრა.