ვიდრე „ქართული ოცნება“ ევროპარლამენტარებს აკრიტიკებს და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მე-12 პლენარულ სესიაში მონაწილეობისგან თავს იკავებს, სომხეთში მიმდინარე შეხვედრაზე ტრიბუნას საკუთარი განცხადებებისთვის ოპოზიციონერი პოლიტიკოსები იყენებენ. ერევანში იმყოფება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა. მან ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მე-12 პლენარულ სესიაზე საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და ევროინტეგრაციის საკითხებზე ისაუბრა.