როგორია „ქართული ოცნების“ ოპონენტთა გეგმები - ის ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, რომლებიც ამ დრომდე პარლამენტს მიღმა რჩებიან, მიიჩნევენ, რომ წინააღმდეგობის მთავარი ხაზი ახლა ქუჩის პროტესტსა და საერთშორისო პარტნიორებთან კომუნიკაციზე გადის. როგორც თავად ამბობენ, ბრძოლას ბოლომდე აპირებენ და არსებულ მდგომარეობას არ შეეგუებიან - ისინი „ქართული ოცნების“ პოლიტიკას რეპრესიულსა და ანტიდემოკრატიულს უწოდებენ, ხოლო წინააღმდეგობის გაძლიერების მიზნით ოპოზიციურ რიგებში ერთიანობის საჭიროების შესახებ საუბრობენ. ამ საკითხზე ყველა პოლიტიკურ პარტიას საკუთარი განსხვავებული შეხედულება აქვს.