როგორ წარიმართა თბილისის მერვე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა - Palitra News

როგორ წარიმართა თბილისის მერვე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა

2025-10-30 15:19:08+04:00

„საქართველოს 64 მუნიციპალიტეტში ახლად არჩეული მერები და საკრებულოები მუშაობას შეუდგნენ. ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში სულ შვიდი პარტიაა წარმოდგენილი. მუნიციპალური არჩევნების შედეგად მანდატები მოიპოვეს ოპოზიციური პარტიების რიგებიდანაც. დღეს თბილისის მერვე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომას ქართული ოცნების 45 წევრთან ერთად „ლელო-ძლიერი საქართველოს“, „გირჩისა“ და „კონსერვატორები საქართველოსთვის“ სულ 5 წევრი ესწრებოდა. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ კვლავ ზურაბ აბაშიძე აირჩიეს. მან იმედი გამოთქვა ოპოზიცია მუშაობას კონსტრუქციულ რეჟიმში გააგრძელებს. საპასუხოდ ოპონენტებმა წინა მოწვევის საკრებულო გაიხსენეს, სადაც, როგორც თავად აღნიშნეს, ოპოზიციის არცერთ წინადადებას მხარდაჭერა არ მოჰყოლია.