„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოში 3 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით სარჩელი შეიტანა. ახლა მეორე ინსტანციას 9 თვე აქვს იმისთვის, რომ სარჩელი განიხილოს და „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ლელო- ძლიერი საქართველოს“ არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღოს. რა მოხდება იმ შემთხვევაში თუკი საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელის მოთხოვნას დააკმაყოფილებს? "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ შედეგი იქნება დერადიკალიზაცია და გაჩნდება შესაძლებლობა დემოკრატიული სივრცე შეიქმნას. საპირისპიროს ამტკიცებენ ოპოზიციაში. ოპონენტების შეფასებით, მიზანი კრიტიკული აზრის ჩახშობაა.