საქართველოში ნარინჯისფერი რთველი იწყება - ქვეყანაში 65 ათას ტონამდე ციტრუსის მოსავალს ელოდებიან - Palitra News

საქართველოში ნარინჯისფერი რთველი იწყება - ქვეყანაში 65 ათას ტონამდე ციტრუსის მოსავალს ელოდებიან

2025-10-30 13:38:57+04:00

საქართველოში ნარინჯისფერი რთველი იწყება. ქვეყანაში 65 ათას ტონამდე ციტრუსის მოსავალს ელოდებიან. აჭარაში ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა, რამაც მოსავლის შეუფერხებლად აღება-დაბინავების და რეალიზაციის პროცესს უნდა შეუწყოს ხელი. სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამბობენ, რომ წელს ციტრუსის დიდ მოსავალს ელოდებიან, შესაბამისად მთავარი ამოცანა ახლა მოსავლის ორგანიზებული დაბინავებაა. წინასწარი პროგნოზით, წელს ქვეყანაში 60-65 ათას ტონამდე ციტრუსის მოსავალი უნდა მოვიდეს.

საექსპორტო მანდარინს 20-ზე მეტი ციტრუსის მიმღებ-გადამმუშავებელი საწარმო ჩაიბარებს, ხოლო არასტანდარტულ ნაყოფს ქობულეთში ორი საკონსერვო ქარხანა შეუზღუდავი რაოდენობით გადაამუშავებს.