ბათუმში უძრავი ქონება ისევა მაღალი მოთხოვნით სარგებლობს, ფასი კი წლიდან-წლამდე იზრდება - Palitra News

ბათუმში უძრავი ქონება ისევა მაღალი მოთხოვნით სარგებლობს, ფასი კი წლიდან-წლამდე იზრდება

2025-10-30 13:36:51+04:00

ბათუმში უძრავი ქონება ისევა მაღალი მოთხოვნით სარგებლობს, ფასი კი წლიდან-წლამდე იზრდება. „ქოლიერსის“ კვლევიდან ვიგებთ, რომ ამ წლის სექტემბერში, ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის სექტემბერთან შედარებით თითქმის 36%-ით გაიზარდა და 1 895 ერთული შეადგინა, ბაზრის ზომა კი 68.3%-ით 116 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. ასევე, სექტემბერში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 37.1%-ით გაიზარდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 18.2%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ამასთან, კვლევის თანახმად, ახალაშენებული ბინების პირველად ბაზარზე ტრანზაქციების რაოდენობა 58.2%-ით გაიზარდა, მეორეულ ბაზარზე კი 13.8%-იანი ზრდა დაფიქსირდა. რაც შეეხება ფასს, სექტემბერში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 28.2%-ით გაიზარდა და კვ.მ.-ზე 1 327 დოლარი შეადგინა. ფასის ზრდაზე გავლენა ძირითადად მოახდინა პირველადმა ბაზარმა, სადაც ეს მაჩვენებელი 55.1%-ით გაიზარდა, ხოლო მეორეულ ბაზარზე 8.7%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ქოლიერსი წერს, რომ ერთ-ერთ მსხვილ პროექტში ერთიანად დარეგისტრირდა 140-მდე ტრანზაქცია, რამაც გამოიწვია საშუალო შეწონილი ფასის მკვეთრი ზრდა. ამ ტრანზაქციების გარეშე ახალ პროექტებში მაჩვენებელმა 17.6%-ით მოიმატა.