ბიზნესი ფასების ზრდის მოლოდინშია, როგორც გამოკითხვამ აჩვენა ლიდერი ამ თვალსაზრისით მშენებლობის დარგია - Palitra News

ბიზნესი ფასების ზრდის მოლოდინშია, როგორც გამოკითხვამ აჩვენა ლიდერი ამ თვალსაზრისით მშენებლობის დარგია

2025-10-30 13:34:28+04:00

ბიზნესი ფასების ზრდის მოლოდინშია, როგორც გამოკითხვამ აჩვენა ლიდერი ამ თვალსაზრისით მშენებლობის დარგია. გამოკითხული კომპანიების 19%, ამ წლის IV კვარტალში გაყიდვების ფასების ზრდას ვარაუდობს. კვლევას საქართველოს ბიზნეს ასოციაცია აქვეყნებს. BAG-ის ინდექსის მიხედვით, III კვარტალში გაყიდვების ფასი უკვე გაზარდა გამოკითხული კომპანიების 21%-მა. სექტორებს შორის, 2025 წლის III კვარტალში, ფასების ზრდას პროცენტულად ყველაზე მეტი კომპანია მშენებლობის სექტორში აფიქსირებს. აღნიშნული მაჩვენებელი 40%-ს აღწევს. რაც შეეხება მოლოდინებს, გაყიდვების ფასის ზრდის ყველაზე მაღალი მოლოდინი, 2025 წლის IV კვარტალში, მშენებლობის სექტორშია და ამ მაჩვენებელმა 32% შეადგინა. ბიზნესასოციაციის კვლევა მოიცავს არა მხოლოდ ფასის, არამედ გაყიდვების მაჩვენებლებსაც. აღსანიშნავია, რომ 2025 წლის III კვარტალში, გამოკითხულ კომპანიათა 55%-მა დააფიქსირა, რომ გაყიდვები გაიზარდა. ფასისი ზრდის გარდა, გამოკითხული კომპანიების 62% ფიქრობს, რომ მოთხოვნა გაიზრდება, ხოლო 32% ამ მხრივ ცვლილებას არ ელოდება. გაყიდვების მხრივ, სექტორებს შორის, III კვარტალს, ყველაზე პოზიტიურად ვაჭრობის და მომსახურების სექტორებში აფასებენ, ხოლო ყველაზე ნაკლებად პოზიტიურად - მშენებლობის სექტორში.