ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარედ ივანე მაისურაძე აირჩიეს - Palitra News

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარედ ივანე მაისურაძე აირჩიეს

2025-10-30 12:42:58+04:00

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძე გახდა. დეპუტატებმა მაისურაძე ფარული კენჭისყრის შედეგად აირჩიეს.

მაისურაძეს მხარი საკრებულოს 22 წევრმა დაუჭირა, ხოლო ორმა თავი შეიკავა.

თავმჯდომარის მოადგილეებად მაისურაძემ დაასახელა „ქართული ოცნებიდან“ ბათუმის საკრებულოს წევრები ნატალია ზოიძე, ირაკლი თავდგირიძე და ლევან ცხოიძე.