უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ბოლო დღეებში უკრაინის სამხედრო ძალებს ხარკოვის ოლქის კუპიანსკის რაიონში „მეტი კონტროლი“ აქვთ.უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დეტალურად ესაუბრა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ალექსანდრე სირსკისა და გენერალური შტაბის უფროს ანდრეი გნატოვს ფრონტის ყველა მიმართულებაზე არსებულ სიტუაციაზე.