აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა სამხრეთ კორეის ქალაქ ბუსანში კრიტიკული სავაჭრო მოლაპარაკებები დაასრულეს - Palitra News

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა სამხრეთ კორეის ქალაქ ბუსანში კრიტიკული სავაჭრო მოლაპარაკებები დაასრულეს

2025-10-30 12:34:54+04:00

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა სამხრეთ კორეის ქალაქ ბუსანში კრიტიკული სავაჭრო მოლაპარაკებები დაასრულეს. ჩინური მაუწყებლის ცნობით, ორი ლიდერის შეხვედრა დაგეგმილზე მეტხანს, ერთ საათსა და 40 წუთს გაგრძელდა.დონალდ ტრამპი შეხვედრის შემდეგ გიმჰაეს საერთაშორისო აეროპორტში გაემართა. მან სამხრეთ კორეაში ვიზიტი დაასრულა და აშშ-ში მიემგზავრება. აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, სამხრეთ კორეის ქალაქ ბუსანში ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან შეხვედრისას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის საკითხი ძალიან ინტენსიურად განიხილა. ამასთან, მისი თქმით, შეხვედრაზე ბევრ საკითხზე შეთანხმდნენ.