სამი ოპოზიციური პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებული სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში სავარაუდოდ დღეს უნდა გადაიგზავნოს. ახლა სწორედ მეორე ინსტაციაზეა დამოკიდებული დააკმაყოფილებს თუ არა "ქართული ოცნების" მოთხვნას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის", "ლელო ძლიერი საქართველოს" და "კოალიცია ცვლილებისთვის'' არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე. ოპოზიცია წინაარმდეგობის გაგრძელებას და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობის გააქტიურებას აანონსებს. კონკრეტული ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესაძლებლობას ევროპული სტრუქტურის წარმომადგენლები აკრიტიკებენ. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური აქტორების პროცესებიდან გარიცხვა მეტ პოლარიზაციას უზრუნველყოფს. PACE-ში საქართველოს მონიტორინგის თანამომხსენებლები აცხადებენ, რომ აღნიშნული ნაბიჯი ევროპის საბჭოს წევრობასთან შეუთავსებელია.