გამომცემლობა „პალიტრა L“ 20 წლის გახდა, გელოდებით „საკითხავის ფესტივალზე“ - Palitra News

გამომცემლობა „პალიტრა L“ 20 წლის გახდა, გელოდებით „საკითხავის ფესტივალზე“

2025-10-30 10:04:34+04:00

გამომცემლობა პალიტრა L 31 ოქტომბერს 20 წლის ხდება და ამ დღის აღსანიშნავად მკითხველებისთვის საკითხავის ფესტივალს აწყობს!გიყვარს წიგნები და შოპინგი? მაშინ მოემზადე ახალი გამოცდილებისთვის.გვესტუმრე თბილისი მოლში და აღნიშნე პალიტრა L-ის დაბადების დღე საკითხავის ფესტივალზე, საუკეთესო შეთავაზებებით.

დღეს, როდესაც ცხოვრების ტემპი სულ უფრო ჩქარდება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ წიგნი ყველასთვის ხელმისაწვდომი და ხარისხიანი იყოს. სწორედ ამიტომ მოგიყვებით ახალი ფესტივალის შესახებ, რომელიც დაარსდა, როგორც კითხვის მოყვარულებისთვის, ისე მათთვის, ვინც ახლა ქმნის საკუთარ ბიბლიოთეკას, ან სურს კლასიკური თუ თანამედროვე, საუფროსო და საბავშვო საკითხავი ყველაზე ხელსაყრელი პირობებით შეიძინოს

თუ ახალ საკითხავს შენთვის ან მეგობრებისთვის არჩევ, ან გინდა ოჯახის წევრები თუ კოლეგები საუკეთესო საჩუქრით გაახარო, საკითხავის ფესტივალი ამისთვის იდეალური ადგილია. აქ შეგიძლია ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად შეიძინო თანამედროვე ქართველი თუ უცხოელი ავტორების რომანები, იპოვო საბავშვო გამოცემები, აღმოაჩინო მოზარდებისთვის შთამაგონებელი საკითხავი, ან აირჩიო არამხატვრული ლიტერატურა: ფსიქოლოგია, ისტორია, ბიზნესი, კარიერული განვითარება და სხვა პოპულარული მიმართულებები. საკითხავის ფესტივალი გაძლევს შანსს, შექმნა შენი ბიბლიოთეკა და წიგნი ისევ ყოველდღიურობის ბუნებრივ ნაწილად აქციო.

ადგილზე დაგხვდება:

• 30%-იანი ფასდაკლება ნებისმიერ შენაძენზე და დამატებით 30%-იანი ქეშბექი ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით და ერთგული საკრედიტო ბარათით გადახდისას

• საჩუქარი ყველა შენაძენზე

• სხვადასხვა ჟანრის წიგნები ყველაზე დიდი ფასდაკლებით

• სპეციალური გათამაშება ყველაზე ერთგული მკითხველებისთვის!

გვეწვიე ოჯახთან, მეგობრებთან და ყველაზე პატარა მკითხველებთან ერთად ჩვენს საბავშვო სივრცეში პატარების საყვარელი პერსონაჟები მათთან შეხვედრას სულმოუთქმელად დაელოდებიან.

ჩაინიშნე თარიღები - 31 ოქტომბერი - 1, 2 ნოემბერი.

მისამართი: თბილისი მოლი, 213 კმ აღმაშენებლის ხეივანი (ცენტრალური ატრიუმი, 1 სართული)