დონალდ ტრამპი - დავავალე ომის დეპარტამენტს, დაიწყოს ჩვენი ბირთვული იარაღის გამოცდა - ეს პროცესი დაუყოვნებლივ დაიწყება - Palitra News

დონალდ ტრამპი - დავავალე ომის დეპარტამენტს, დაიწყოს ჩვენი ბირთვული იარაღის გამოცდა - ეს პროცესი დაუყოვნებლივ დაიწყება

2025-10-30 08:43:18+04:00

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, თავდაცვის უწყებას დაავალა, დაუყოვნებლივ დაიწყოს აშშ-ის ბირთვული იარაღის გამოცდა სხვა ქვეყნებთან თანაბარ პირობებში.

ტრამპმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში დაწერა, რომ აშშ-ს ყველა სხვა ქვეყანაზე მეტი ბირთვული იარაღი აქვს, რუსეთი მეორე ადგილზეა, ჩინეთი - მესამეზე.

„უზარმაზარი დამანგრეველი ძალის გამო, მძულდა ამის გაკეთება, მაგრამ არჩევანი არ მქონდა! რუსეთი მეორე ადგილზეა, ჩინეთი კი - შორეულ მესამეზე, თუმცა 5 წელიწადში გაგვითანაბრდება. სხვა ქვეყნების მიერ პროგრამების გამოცდის გამო, დავავალე ომის დეპარტამენტს, რომ დაიწყოს ჩვენი ბირთვული იარაღის გამოცდა თანაბარ საფუძველზე. ეს პროცესი დაუყოვნებლივ დაიწყება“, - განაცხადა ტრამპმა.