2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ტარიფი გადაიხედოს - ამის შესახებ დღეს ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ ისაუბრა, რომელიც პირველი მინისტრია, რომელიც XI მოწვევის პარლამენტში ინტერპელაციის პროცედურით მიიწვიეს. მისი ინფორმაციით, სამინისტრო წყალმომარაგების კომპანიის რეფორმას იწყებს, რათა მათ შორის, წყლის უკანონო მოხმარების ფაქტები აღმოიფხვრას. ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით, წელს დაგეგმილია თბილისის შემოვლითი გზის 48-კილომეტრიან მონაკვეთზე სატენდერო პროცედურების დაიწყება,ხოლო მომდევნო წელს გზის ნაწილის მშენებლობა. დაანონსებულ ცვლილებები გზების მოვლის წესსაც შეეხება. სოხაძის ინფორმაციით, ტურისტულ ზონებში, ზამთრის პერიოდში ტექნიკურ მარილს აღარ გამოიყენებენ, რადგან, ტურისტული სეზონის პერიოდში თავიდან აირიდონ დისკომფორტიდა გზების დაზიანება. რევაზ სოხაძე პარლამენტის ტრიბუნასთან ამ წუთებში ინფრასტრუქტურულ პროექტთან დაკავშირებით მისთვის წინასწარ გაგზავნილ 68 შეკითხვას პასუხობს.