რიო-დე-ჟანეიროში ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად, სულ მცირე 80 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 4 პოლიციელია. აღსანიშნავია, რომ რიოში პოლიციის რეიდები საერთაშორისო ღონისძიებების ჩატარებამდე აქამდეც ხშირად ტარდებოდა. მომავალ კვირას ქალაქი კლიმატის ცვლილებისადმი მიძღვნილ მნიშვნელოვან ფორუმს - მსოფლიოს მერების სამიტს უმასპინძლებს. რა ეტაპზეა აღნიშნული სპეცოპერაცია და რა მდგომარეობაა რიო დე ჟანეიროში ამ დროისთვის.