კომუნიკაციების კომისიამ ციფრული წიგნიერებისა და ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენების შესახებ ბაღდათის მუნიციპალიტეტში 30-ზე მეტი ტრენინგი ჩაატარა - Palitra News

კომუნიკაციების კომისიამ ციფრული წიგნიერებისა და ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენების შესახებ ბაღდათის მუნიციპალიტეტში 30-ზე მეტი ტრენინგი ჩაატარა

2025-10-29 09:26:33+04:00

კომუნიკაციების კომისიამ ციფრული წიგნიერებისა და ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენების შესახებ ბაღდათის მუნიციპალიტეტში 30-ზე მეტი ტრენინგი ჩაატარა და 450-ზე მეტი ადგილობრივი გადაამზადა. პროგრამის მონაწილეები გაეცნენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა ინტერნეტში სასურველი ინფორმაციის მოძიება, Google-ის აპლიკაციებით სარგებლობა და სოციალური პლატფორმების მიზნობრივად გამოყენება.