ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი პარტია "გახარია საქართველოსთვის" ოპოზიციის შიგნით არსებულ ტროას ცხენად მოიხსენიებს და მათ „ქართულ ოცნებასთან“ გარიგებაში ადანაშაულებს - Palitra News

ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი პარტია "გახარია საქართველოსთვის" ოპოზიციის შიგნით არსებულ ტროას ცხენად მოიხსენიებს და მათ „ქართულ ოცნებასთან“ გარიგებაში ადანაშაულებს

2025-10-29 09:22:35+04:00

ნიშნავს თუ არა საპარლამენტო მუშაობის დაწყება პარლამენტისთვის ლეგიტიმაციის მინიჭებას - ის ოპოზიციური ძალები, რომელთაც საკანონდებლო ორგანოში შესვლას, ბოიკოტის გამოცხადება ამჯობინეს, ამბობენ, რომ გახარიას პარტიამ პარლამენტის ლეგიტიმურობა აღიარა. ხელისუფლების ოპონენტების ეს ნაწილი ყოფილ პრემიერსა და მის გუნდს ოპოზიციის შიგნით არსებულ ტროას ცხენად მოიხსენიებს და მათ „ქართულ ოცნებასთან“ გარიგებაში ადანაშაულებს. თავის მხრივ ყოფილი პრემიერის პარტიაში მიაჩნიათ, რომ 1 წლის წინ გამოცხადებული ბოიკოტი უშედეგო აღმოჩნდა, პარლამენტში მუშაობის დაწყება კი თამაშგარე მდგომარეობაში მყოფ ოპოზიციას ისევ პოლიტიკურ სცენაზე დააბრუნებს.