„ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებული სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში, სავარაუდოდ, დღეს გადაიგზავნება - Palitra News

„ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებული სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში, სავარაუდოდ, დღეს გადაიგზავნება

2025-10-29 09:21:17+04:00

„ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებული სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში, დიდი ალბათობით, დღეს გადაიგზავნება. აღნიშნული სარჩელით „ქართული ოცნება“ სამი ოპოზიციური პოლიტიკური ძალის, „ნაციონალური მოძრაობის“, „ძლიერი საქართველოსა“ და „ახალის“ აკრძალვას ითხოვს. სამთავრობო გუნდში მიაჩნიათ, რომ ეს პოლიტიკური ძალები ქვეყანაში დესტაბილიზაციის მთავარი წყაროს წარმოადგენენ. თავად საკონსტიტუციო სარჩელის მთავარი ადრესატები „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ გეგმას რეპრესიების გაძლიერების მორიგ მცდელობად აფასებენ. ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ბიძინა ივანიშვილის გუნდი ქვეყანაში ყველა იმ პოლიტიკური სუბიექტის გაქრობას ცდილობს, რომელიც „ქართულ ოცნებას“ განსაკუთრებულ დისკომფორტს უქმნის.