რა გეგმა აქვს ოპოზიციას „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ პოლიტიკური პარტიების აკრძალვის ინიციატივის საპასუხოდ - Palitra News

რა გეგმა აქვს ოპოზიციას „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ პოლიტიკური პარტიების აკრძალვის ინიციატივის საპასუხოდ

2025-10-29 09:20:21+04:00

რა გეგმა აქვს ოპოზიციას „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ პოლიტიკური პარტიების აკრძალვის ინიციატივის საპასუხოდ - ხელისუფლების ოპონენტები უახლოეს პერიოდში საერთაშორისო პარტნიორებთან დიპლომატიური არხების გააქტიურებას და „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ სანქციების გაძლიერების მიმართულებით მუშაობის გააქტიურებას გეგმავენ. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ საუბარი მათი პოტენციური აკრძალვის შესახებ ერთობლივ გეგმაში ბევრს არაფერს ცვლის. როგორც ოპოზიციონერები აცხადებენ, ბოიკოტის გაგრძელება და ქუჩის მასშტაბური აქციების გაფართოება კვლავ დღის წესრიგში რჩება. ასაკრძალად გამზადებული პოლიტიკური სუბიექტების ნაწილი არ გამორიცხავს, რომ უკვე მიღებული კანონმდებლობის გაუქმების მოთხოვნით სტრასტბურგის ევროპულ სასამართლოსაც მიმართონ.