სასამართლომ ლევან ხაბეიშვილი პატიმრობაში დატოვა - Palitra News

სასამართლომ ლევან ხაბეიშვილი პატიმრობაში დატოვა

2025-10-28 21:46:07+04:00

სასამართლომ ლევან ხაბეიშვილი პატიმრობაში დატოვა. „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს ბრალად ედება უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის შეთავაზება და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ საქვეყნოდ მოწოდება. თავად ხაბეიშვილი აცხადებს, რომ პოლიტიკური დაპირება ქრთამად არ შეიძლება ჩაითვალოს. როგორც თავად აცხადებს, მისთვის გაუგებარია თუ რატომ იმყოფება ციხეში ბოლო 2 თვის განმავლობაში. ამავე დროს, მოსამართლის მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილება ხაბეიშვილის ადვოკატისთვისაც გაუგებარი აღმოჩნდა - მისი უფლებადამცველი მიიჩნევს, რომ მაშინ, როცა ირაკლი ღარიბაშილის მიერ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე პროკურატურა მიიჩნევდა, რომ გირაო საკმარისია, ლევან ხაბეიშვილის პატიმრობაში დატოვება უსამართლო გადაწყვეტილებაა.