პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელზე "ქართულმა ოცნებამ" მუშაობა დაასრულა. დოკუმენტის შინაარსისა და სხვა დეტალების შესახებ სასაუბროდ ტრიბუნასთან პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილს ამ წუთებში ელოდებიან. ვინ აღმოჩნდებიან ასაკრძალი პარტიების სიაში და იქნება თუ არა მათ შორის პარტია "გახარია საქართველოსთვის", რომელმაც პარლამენტში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო - ამ საკითხებზე ინფორმაცია გუნდს მანამდე არ გაუვრცელებია. რატომ გაჭიანურდა პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო სარჩელის მომზადება? კითხვის საპასუხოდ "ქართული ოცნების" წევრებმა განაცხადეს, რომ "ნაციონალური მოძრაობისა" და მათთან აფილირებული პოლიტიკური პარტიების მიერ არაერთი კონსტიტუციის დარღვევის ფაქტის სარჩელში მოქცევა მარტივი არ აღმოჩნდა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ "ქართული ოცნება" ოპოზიციის ბრძოლას ვერანაირი ფორმით ხელს ვერ შეუშლის.