ამ წლის იანვარ-სექტემბერში ეროვნული ბანკის წმინდა შესყიდვებმა 1მილიარდ 600 მილიონი დოლარი შეადგინა. ცნობილი ხდება, რომ სექტემბერში, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა Bmatch პლატფორმაზე განხორციელებული ინტერვენციების შედეგად სავალუტო რეზერვები კიდევ 100 მილიონი დოლარით შეავსო და ქვეყნის საერთაშორისო რეზერვების მოცულობა 5.4 მლრდ დოლარს აჭარბებს. როდესაც ბაზარი ამის შესაძლებლობას იძლევა, ეროვნული ბანკი ქვეყნის საერთაშორისო რეზერვებს ზრდის, ამბობს სებ-ი და აქვეყნებს სტატისტიკას, რომლის მიხედვითაც ცნობილი ხდება, რომ ამ წლის იანვარ-თებერვალში - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა არ განხორციელებულა; ხოლო ყველაზე აქტიური ამ თვალსაზრსით ივლისი იყო, როცა სებ-მა ამ პლატფორმის საშუალებით თითქმის 417 მილიონი დოლარი იყიდა, ყველაზე ცოტა ვალუტა კი სწორედ გასულ თვეში შეიძინა, როგორც უკვე გითხარით ასი მილიონი. როგორი იყო სავალუტო რეზერვების შევსების თვალსაზრისით ოქტომბრის თვე, ამას უკვე ნოემბრის ბოლოს გავიგებთ.