აშშ-ის პრეზიდენტი იაპონიის ახალ პრემიერ-მინისტრს, სანაე ტაკაიჩის შეხვდა. შეხვედრა აკასაკას სასახლეში გაიმართა. ორმხრივი მოლაპარაკებების შემდეგ მხარეებმა სავაჭრო და იშვიათი წიაღისეულის შეთანხმებას ხელი მოაწერეს. იაპონიის პრემიერ-მინისტრის თქმით, შეთანხმება აშშ-იაპონიის ურთიერთობაში ახალი ოქროს ხანის დასაწყისი იქნება. თავის მხრივ, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ იაპონია აშშ-ის ყველაზე ძლიერი მოკავშირეა. ამერიკის ლიდერმა სანაე ტაკაიჩის მიულოცა პირველ ქალ პრემიერ-მინისტრად არჩევაც მიულოცა. იაპონიის პრემიერ-მინისტრმა კი ახლო აღმოსავლეთში მიღწეულ მშვიდობაში დონალდ ტრამპის როლზე ისაუბრა და აშშ-ის პრეზიდენტს განუცხადა, რომ ის ნობელის პრემიაზე წარადგინეს.