ევროპა სრულ სოლიდარობას უცხადებს ლიეტუვას იმ ფონზე, როდესაც მის საჰაერო სივრცეში მუდმივად შედიან კონტრანაბდის გადამტანი ჰელიუმის ბუშტები, ეს პროვოკაციაა, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. ლაიენმა ფაქტი ჰიბრიდულ საფრთხედ შეაფასა და დასძინა, რომ ევროპა მსგავს შემთხვევებს არ შეეგუება. ლიეტუველ ხალხს სოლიდარობას უცხადებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტაც. ლიეტუვამ, საჰაერო სივრცის დარღვევების გამო, ბელარუსთან საზღვარი დახურა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში ლიეტუვის საჰაერო სივრცეში ბელარუსიდან ჰელიუმის ათობით ბუშტი შეიჭრა.