პოლიციამ თბილისში ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 1 პირი დააკავა - Palitra News

პოლიციამ თბილისში ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 1 პირი დააკავა

2025-10-28 12:44:29+04:00

პოლიციამ თბილისში ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 1 პირი დააკავა. უწყების ცნობით, პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია 142 შეკვრად დაფასოებული, ნარკოტიკული საშუალება ე.წ. „ბიო“. ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1 პირი დაკავებული შიდა ქართლშიც. ქარელის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.