ლევან ცუცქირიძემ თანაგუნდელებთან ერთად „დემოკრატიული წინააღმდეგობის ახალი ეტაპის 10-პუნქტიანი გეგმა“ წარადგინა - უერთდებიან თუ არა სხვა ოპოზიციური ჯგუფები ცუცქირიძის წინადადებას - Palitra News

ლევან ცუცქირიძემ თანაგუნდელებთან ერთად „დემოკრატიული წინააღმდეგობის ახალი ეტაპის 10-პუნქტიანი გეგმა“ წარადგინა - უერთდებიან თუ არა სხვა ოპოზიციური ჯგუფები ცუცქირიძის წინადადებას

2025-10-28 12:40:18+04:00

ოპოზიციური ფლანგის გააქტიურება, კონსოლიდაცია და ბრძოლის ახალი სტრატეგიები - ასე კონფიგურირდა ბოიკოტში მყოფ პარტიათა ხედვები. ხელისუფლების ოპონენტები შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით გამკაცრებული კანონების ფონზე, პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ და პოლიტიკური პროცესის მონაწილე მხარეებს თანამშრომლობისკენ მოუწოდებენ. სწორედ ამ ხედვას ასახავს, მოძრაობა „თავისუფლების მოედნის“ დემოკრატიული წინააღმდეგობის ახალი ეტაპის 10-პუნქტიანი გეგმა. გეგმის მიხედვით, „თავისუფლების მოედანი“ მთელი ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებასთან შეხვედრებს დაიწყებს. ლევან ცუცქირიძის თქმით, წლის ბოლოს მასშტაბურ სამოქალაქო ყრილობას მოიწვევენ, შესრულებული სამუშაოს შესახებ კი, მოქალაქეებს ანგარიშს პერიოდულად ჩააბარებენ. უერთდებიან თუ არა სხვა ოპოზიციური ჯგუფები ცუცქირიძის წინადადებას, თანამშრომლობასთან დაკავშირებით?!