მმართველი გუნდი „ნაციონალური მოძრაობის“ და მასთან დაკავშირებული პარტიების აკრძალვის მოთხოვნით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს - რა წერია სარჩელში - Palitra News

მმართველი გუნდი „ნაციონალური მოძრაობის“ და მასთან დაკავშირებული პარტიების აკრძალვის მოთხოვნით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს - რა წერია სარჩელში

2025-10-28 12:38:09+04:00

მმართველი გუნდი „ნაციონალური მოძრაობის“ და მასთან დაკავშირებული პარტიების აკრძალვის მოთხოვნით, საკონსტიტუციო სასამართლოს სავარაუდოდ, დღეს მიმართავს. მანამდე, სარჩელის შინაარსსა და დამატებით დეტალებზე პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ისაუბრებს. ,,ქართული ოცნების’’ წარმომადგენლების თქმით, პოლიტიკურ სივრცეში არიან პარტიები, რომლებიც გარე დირექტივებით იმართებიან და საქართველოში ხელისუფლების არადემოკრატიული გზებით შეცვლას ცდილობენ. პარტიების აკრძალვის ინიციატივაში, ეს მმართველი გუნდის ერთ-ერთი მთავარი არგუმენტია. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, მმართველი პარტიის სურვილია, საზოგადოებას არჩევანის გაკეთების საშუალება შეუზღუდოს და ამ გზით, ხელისუფლებაში ყოფნის ვადა გაიხანგრძლივოს.