პარტია „გახარია საქართველოსთვის“ საპარლამენტო საქმიანობას შეუერთდა. პოლიტიკური ჯგუფი დღევანდელ სასესიო სხდომას ესწრება - რას აცხადებენ პოლიტიკურ სპექტრში - Palitra News

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ საპარლამენტო საქმიანობას შეუერთდა. პოლიტიკური ჯგუფი დღევანდელ სასესიო სხდომას ესწრება - რას აცხადებენ პოლიტიკურ სპექტრში

2025-10-28 12:36:29+04:00

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ საპარლამენტო საქმიანობას შეუერთდა. პოლიტიკური ჯგუფი დღევანდელ სასესიო სხდომას ესწრება. საპარლამენტო ტრიბუნიდან, პირველი კომენტარი გუნდის ერთ-ერთმა წევრმა, გიორგი შარაშიძემ უკვე გააკეთა. გიორგი გახარიას თანაპარტიელები მიიჩნევენ, რომ ბოიოკოტი შეცდომა იყო, რომელმაც პოლიტიკური პროცესიც დააზიანა და ქვეყნისთვის დამაზიანებელი შედეგები გამოიწვია. მათივე განმარტებით, გუნდის გადაწყვეტილება პარლამენტს ლეგიტიმაციას არ ანიჭებს. გეგმავენ, ტრიბუნა საზოგადოების პრობლემების გასაჟღერებლად და კრიტიკული აზრის გასაჟღერებლად გამოიყენონ. მე-11 მოწვევის პარლამენტში, პარტიას 12 წევრი ეყოლება.