„გახარია საქართველოსთვის“ წევრები პარლამენტში მივიდნენ - Palitra News

„გახარია საქართველოსთვის“ წევრები პარლამენტში მივიდნენ

2025-10-28 11:19:38+04:00

პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრები პარლამენტში მივიდნენ. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ისინი დღეს გამართულ სასესიო სხდომას დაესწრებიან. მანამდე, ჩანიშნულია პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი შარაშიძის ბრიფინგი.

შეგახსენებთ, პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისადმი გამოცხადებული ბოიკოტი შეწყვიტა და მე-11 მოწვევის პარლამენტში, პარტიის 12 წევრით, შესვლის გადაწყვეტილება მიიღო.