საპროტესტო აქციის 334-ე დღეს აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე გზა გადაკეტეს. ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ მომიტინგეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდა. მომიტინგეებმა გზის სავალი ნაწილი დატოვეს და პროტესტი საფეხმავლო გზაზე განაგრძეს. პარლამენტის წინ საპოლიციო ძალები იყვნენ მობილიზებული. გავრცელებული ინფორმაციით, თავისუფლების მეტროსთან პოლიციამ ერთი პირი დააკავა. დაკავების მიზეზი უცნობია.