უწყვეტი პროტესტის პარალელურად, რა გეგმა აქვს ოპოზიციას?! - ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ოპოზიციურ პარტიებს შორის საჭიროა კონსოლიდაცია და ერთობლივი მოქმედებები. ოპოზიცია კვლავ წინააღმდეგობის პლატფორმის მნიშვნელობაზე საუბრობს. გუშინ პარტია “თავისუფლების მოედანმა” ათ პუნქტიანი სამოქმედო გეგმა წარადგინა, რომელიც საზოგადოებასთან მუდმივ კომუნიკაციას, მასშტაბურ ყრილობას და საერთაშორისო საზოგადოებასთან ინფორმაციის გაცვლისა და თუ ერთობლივი მოქმედების სხვადასხვა შესაძლებლობას მოიცავს.