პარტია “გახარია საქართველოსთვის” მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტში პირველ სესიას დაესწრება - Palitra News

პარტია “გახარია საქართველოსთვის” მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტში პირველ სესიას დაესწრება

2025-10-28 09:26:43+04:00

დღეს, პარტია “გახარია საქართველოსთვის” მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტში პირველ სესიას დაესწრება. ბოიკოტში მყოფი ოპოზიციური პარტიები გახარიას გუნდის გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ. მათი აზრით, საპარლამენტო ბოიკოტის შეწყვეტა, ხელისუფლებასთან თანამშრომლობას ნიშნავს. თავის მხრივ, “ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, რომ მნიშვნელობა არ აქვს “გახარია საქართველოსთვის” 12 მანდატს გამოიყენებს თუ არა, თუმცა ფიქრობენ, რომ ეს პოლიტიკურად სწორი ნაბიჯია. "გახარია საქართველოსთვის" გუნდი განმარტავს, რომ მათი გადაწყვეტილება პარლამენტს ლეგიტიმაციას არ ანიჭებს, არამედ ქმნის, დამატებით შესაძლებლობას, საპარლამენტო ტრიბუნიდან საზოგადოების პრობლემებზე ისაუბრონ.