„ნაციონალური მოძრაობისა“ და მასთან დაკავშირებული პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით მომზადებულ სარჩელზე მუშაობა დასრულებულია. მმართველი გუნდის წარმომადგენლების განმარტებით, სარჩელის შინაარსსა და დამატებით დეტალებზე ვრცლად, პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი დღეს ისაუბრებს. ამავდროულად, უკვე საკონსტიტუციო სასამართლოშია კოალიცია ძლიერი საქართველოს სარჩელიც, რომლის მთავარი მიზანი საკონსტიტუციო სასამრთლოს შესახებ კანონში შეატანილი ცვლილებების არააკონსტიტუციურად გამოცხადებაა. როგორც სახელისუფლებო გუნდში ამბობენ - მზად არიან მოსარჩელე მხარეს საგნობრივად ედავონ. მმართველი პარტია პოლიტიკური სივრცის გაჯანსაღებას და ექსტრემისტი ძალებისგან გათავისუფლებას აანონსებს. სარჩელის სამიზნე და სხვა ოპოზიციური პარტიები, მმართველი გუნდის ინიციატივას ანტიდემოკრატიულად აფასებენ.