"კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრს თამთა გოგოლაძეს სასამართლომ 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა - Palitra News

"კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრს თამთა გოგოლაძეს სასამართლომ 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა

2025-10-27 19:11:15+04:00

თბილისის საქალაქო სასამართლომ "კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი, თამთა გოგოლაძე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.

პარტიის პრესსამსახურის ცნობით, გოგოლაძეს მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

შსს თამთა გოგოლაძეს გზის გადაკეტვას ედავებოდა.