1. იუნკერებმა დიდგორის მემორიალთან სამხედრო ფიცი დადეს. ისინი სწავლას საქართველოს დავით აღამშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიაში გააგრძელებენ. საზეიმო ღონისძიებას აკადემიის ხელმძღვანელები, იუნკერების ოჯახის წევრები და ახლობლები დაესწრნენ.. იუნკერები თავდაცვის აკადემიაში ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარების შედეგად ჩაირიცხნენ. პირველ ეტაპზე მათ საწყისი საბრძოლო მომზადების 5-კვირიანი კურსი გაიარეს, მომდევნო 4-წლიანი სასწავლო პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულები საქართველოს თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფში გადანაწილდებიან.