შალვა პაპუაშვილი - საკონსტიტუციო სარჩელი მზად ხვალ იქნება, „ლელოს“ კი ვურჩევ, მიმართოს ნინო ლომჯარიას, თუკი პარტიების აკრძალვის კონსტიტუციურობა აინტერესებს - Palitra News

შალვა პაპუაშვილი - საკონსტიტუციო სარჩელი მზად ხვალ იქნება, „ლელოს“ კი ვურჩევ, მიმართოს ნინო ლომჯარიას, თუკი პარტიების აკრძალვის კონსტიტუციურობა აინტერესებს

2025-10-27 15:42:59+04:00

„ქართული ოცნება“ კონკრეტული პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელის დეტალებს დღეს კიდევ ერთხელ გადახედავს. შეხვედრა პარტიის ოფისში 18 საათზეა ჩანიშნული. მანამდე სამ საათზე „ძლიერი საქართველო - ლელო“ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს შეიტანს, რათა „ქართული ოცნების“ მიერ პარტიების აკრძალვის შესახებ მიღებული კანონის არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვოს. სახელისუფლებო გუნდში აცხადებენ, რომ მზად არიან მოსარჩელე მხარეს საგნობრივად ედავონ. და მაინც, რას ემახურება პარტიების აკრძალვის გადაწყვეტილება? შეხედულებები ურთიერთ საპირისპიროა. უმრავლესობა პოლიტიკული ველის ექსტრემისი ძალებისგან გათავისუფლებას აანონსებს, ოპონენტები კი მიიჩნევენ, რომ ამ გადაწყვეტილების მიღმა არის ქართული ოცნების რეალური განზრახვა - ჩაახშოს პოლიტიკური პროცესი და განსხვავებული აზრი ქვეყანაში.