პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თითქმის  ერთწლიანი საპარლამენტო ბოიკოტის შემდეგ საკანონმდებლო ორგანოს უბრუნდება - როგორ აფასებენ პარტიის დაბრუნებას პარლამენტში - Palitra News

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თითქმის  ერთწლიანი საპარლამენტო ბოიკოტის შემდეგ საკანონმდებლო ორგანოს უბრუნდება - როგორ აფასებენ პარტიის დაბრუნებას პარლამენტში

2025-10-27 15:38:05+04:00

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თითქმის ერთწლიანი საპარლამენტო ბოიკოტის შემდეგ საკანონმდებლო ორგანოს უბრუნდება. გახარიას თანაგუნდელები პარლამენტში საქმიანობას ხვლიდან შეუდგებიან. პარტიას 12 მანდატი აქვს. როგორც ამბობენ, საკუთარ ხმებს, მათ შორის, დიქტატორული კანონების დაბლოკვისთვის გამოიყენებენ. საკუთარ მანდატზე უარი განაცხადა და პარტია "გახარია საქართველოსთვის" დატოვა რუსუდან თევზაძემ. დანარჩენი ოპოზიციური პარტიები მიიჩნევენ, რომ გახარიას გუნდის პარლამენტში დაბრუნება შეცდომაა და "ქართული ოცნების" ლეგიტიმაციის აღიარებას ნიშნავს. "ქართული ოცნება" გახარიას პარტიას კვლავ რადიკალური ოპოზიციის ნაწილად მიიჩნევს.