ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ისრაელი განსაზღვრავს, თუ რომელ უცხოურ ძალებს დაუშვებს ღაზაში საერთაშორისო ძალების შემადგენლობაში, რომლის მიზანი ცეცხლის შეწყვეტის პირობების დაცვის ხელშეწყობაა - Palitra News

ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ისრაელი განსაზღვრავს, თუ რომელ უცხოურ ძალებს დაუშვებს ღაზაში საერთაშორისო ძალების შემადგენლობაში, რომლის მიზანი ცეცხლის შეწყვეტის პირობების დაცვის ხელშეწყობაა

2025-10-27 12:36:24+04:00

ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ისრაელი განსაზღვრავს, თუ რომელ უცხოურ ძალებს დაუშვებს ღაზაში საერთაშორისო ძალების შემადგენლობაში, რომლის მიზანი ცეცხლის შეწყვეტის პირობების დაცვის ხელშეწყობაა. აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინიციატივით მიღწეული შეთანხმება ისრაელისა და „ჰამასის“ მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ ღაზაში საერთაშორისო ძალების შესვლას და უსაფრთხოების ზედამხედველობას ითვალისწინებს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ, რომელიც ისრაელში ვიზიტით იმყოფებოდა, პარასკევს განაცხადა, რომ საერთაშორისო ძალები უნდა შედგებოდნენ იმ ქვეყნებისგან, რომლებთანაც ისრაელი თავს კომფორტულად გრძნობს. მან თურქეთის ჩართულობაზე კომენტარი არ გააკეთა.