„ერთი ყველასათვის, ყველა ერთისთვის, ბოლომდე გამარჯვებისთვის!“ - ოპოზიცია საკუთარი ახალი გეგმების შესახებ საუბრობს. "ქართული ოცნების" ოპონენტებს სჯერათ, რომ პოლიტიკურ-სამართლებრივი ბრძოლის რესურსი ჯერ არ ამოწურულა, შესაბამისად, პროტესტი უნდა გაგრძელდეს და გაფართოვდეს. ოპოზიციის შეფასებით, ერთი წლის განმავლობაში "ქართულმა ოცნებამ" ლეგიტიმურობა ვერ მოიპოვა და მის შესაცვლელად საჭიროა უკეთესი ორგანიზება. გუშინ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე შეკრებილებს მოუწოდეს დარეგისტრირდნენ წინააღმდეგობის გვერდზე, რათა გაერთიანდენენ საერთო ფასეულობებისა და მიზნების გარშემო. ოპოზიციის ბრძოლის ახალი სტრატეგიის საპასუხოდ ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დავუპირისპირდით არა მხოლოდ შიდა, რევანშისტულ და დესტრუქციულ ძალებს, არამედ საგარეო გლობალისტურ ძალებს, რომლებიც საქართველოს დაზიანებას ცდილობენ.