„ძლიერი საქართველო-ლელო“ „ქართული ოცნების“ მიერ პარტიების აკრძალვის შესახებ მიღებული კანონის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს. ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს დღეს 15 საათზე შეიტანს. "ძლიერი საქართველო - ლელო" საკითხზე სტრასბურგის სასამართლოსთვის მიმართვასაც გეგმავს. რაც შეეხება "ქართული ოცნების' საკონსტიტუციო სარჩელს, რომელიც ასევე კონკრეტული პოლიტიკური პარტიების აკრძალვას გულისხმობს, მმართველი გუნდის წევრებმა დეტალების შესახებ დღესაც უმრავლესობის სხდომაზე უნდა იმსჯელონ.