კომუნიკაციების კომისიამ, UNESCO-ს მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში, „გონების უპირატესობა ხელოვნურ ინტელექტზე - მედია და ინფორმაციული წიგნიერება ციფრულ სამყაროში“, კონფერენცია გამართა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის უპირატესობების, გამოწვევებისა და ამ პროცესში, მედიაწიგნიერების მნიშვნელობის განხილვას ემსახურებოდა. შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა AI-ს გამოყენების ტენდენციები მსოფლიოსა და საქართველოში; AI-სა და ადამიანის გონების განსხვავებული შესაძლებლობები, თითოეულის ძლიერი თუ სუსტი მხარეები და სხვა. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში მონაწილეობას ComCom-ის მიერ შექმნილი AI პერსონაჟი - კაი - იღებდა, რომელიც დამსწრე აუდიტორიის წინაშე სიტყვით წარსდგა.