ნადირობის სეზონის გახსნიდან 2 თვეში, ქვეყნის მასშტაბით, გამოვლენილია 629 სამართალდარღვევა - Palitra News

ნადირობის სეზონის გახსნიდან 2 თვეში, ქვეყნის მასშტაბით, გამოვლენილია 629 სამართალდარღვევა

2025-10-27 09:22:43+04:00

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობს. ნადირობის სეზონის გახსნიდან 2 თვეში, ქვეყნის მასშტაბით, უკვე გამოვლენილია 629 სამართალდარღვევა. იმ ფაქტების მასალები, რომლებიც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

სამართალდარღვევების უმრავლესობა აკრძალული იარაღით ან მეთოდით ნადირობის ფაქტია. ამოღებული და დალუქულია 558 - ფრინველების მოსაზიდი ხმოვანი მოწყობილობა ე.წ. მანოკი. ამ პერიოდში ასევე გამოვლინდა „წითელი ნუსხით“ დაცულ სახეობებზე - დათვსა და არჩვზე უკანონო ნადირობის ფაქტებიც. დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს დაიცვან კანონი, სამართალდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში კი, დარეკონ ცხელ ხაზზე - 153.