„ქართული ოცნება“, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მოთხოვნით მომზადებულ სარჩელს, საკონსტიტუციო სასამართლოში სავარაუდოდ, დღეს შეიტანს. მმართველი პარტიის ოპონენტების თქმით, ქართული ოცნების ეს ნაბიჯი, დემოკრატიულ პროცესებზე პირდაპირი იერიში იქნება.. მათი შეფასებით, ხელისუფლება განსხვავებული აზრის ჩასახშობად სასამართლოს პოლიტიკურ იარაღად იყენებს. ოპოზიციაში აღნიშნავენ, რომ პოლიტიკური პარტიების აკრძალვის ინიციატივა არა სამართლებრივი პროცესი, არამედ პოლიტიკური ანგარიშსწორების გამოხატულებაა.