გზის გადაკეტვისთვის დაკავებული ანა ლომიძე სიტყვიერი შენიშვნის საფუძველზე გათავისუფლდა, გიორგი სიხარულიძეს და ნიკა პატარაიას კი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ - Palitra News

გზის გადაკეტვისთვის დაკავებული ანა ლომიძე სიტყვიერი შენიშვნის საფუძველზე გათავისუფლდა, გიორგი სიხარულიძეს და ნიკა პატარაიას კი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ

2025-10-25 19:59:10+04:00

რუსთაველის გამზირზე, გუშინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვის დაკავებული აქტივისტებიდან მოსამართლეებმა გიორგი სიხარულიძეს 3 დღით, ნიკა პატარაიას კი 4 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს.

რაც შეეხება ანა ლომიძეს, მას მოსამართლემ სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა.

აღნიშნული პირები სამართალდამცავებმა დღეს დააკავეს.