განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაკავებულ ანდრია ლილუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა - Palitra News

განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაკავებულ ანდრია ლილუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

2025-10-25 19:58:23+04:00

1. განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაკავებულ ანდრია ლილუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ანდრია ლილუაშვილი, რომელიც სუს-ის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის ბიძაშვილია ბრალდებას არ აღიარებს. რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ბრალდება აღიარა, მას ერთი მილიონი ლარის ოდენობით გირაოს გადასახდელად 30 დღიანი ვადა აქვს. ოპოზიცია ყოფილ პრემიერთან ერთად ანტიკორუფციული სააგენტოს ხელმძღვანელის პასუხისმგებლობაზე საუბრობს.